ნიცშეს ასეთი გამონათქვამი აქვს: “ციებ-ცხელებით შეპყრობილნი აჩრდილებს ხედავენ, ისინი კი, ვისაც ნორმალური ტემპერატურა აქვთ _ მხოლოდ საგანთა ჩრდილებს; ამასთან, ორივენი ერთიდაიგივე სიტყვებს საჭიროებენ”126. და აქ თითქოს დიდი გაურკვევლობის სათავეა _ ერთიდაიგივე ან მსგავს სიტყვებს მიღმა სხვადასვა რეალობა შეიძლება იდოს. მაგრამ ანალოგია სწორედ ამაშია _ ჩვენ, გინდ ჯანმრთელნი და გინდ დაავადებით ან გრძნობით შეპყრობილნი, გინდ ძილში და გინდ ღვიძილში სინამდვილეს ან ჭეშმარიტ რეალობას ერთანაირად ვერ ვხედავთ!...
ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან დამაკავშირებელი კვანძის, სხეულის, შეგრძნების ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჭეშმარიტი მიმართების, საკუთარი ადგილის დანახვის საკმარისი პირობა არ არის.
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ნარცისი ორმაგი, აუდიო-ვიზუალურ ილუზიაშია (სარკული ანარეკლი და ხმოვანი ანარეკლი).
“ცენტრირებას”, რომელიც ადრეულ ასაკში ყალიბდება _ სუბიექტის რწმენას, რომ სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური წყობა საკუთარის იგივურია, რომ არ არსებობს სხვისი განსხვავებული ხედვა _ ფსიქოლოგები ეგოცენტრიზმს უწოდებენ. ამ მდგმარეობის თანმიმდევრულ გადალახვას (12-14 წლის ასაკში) კი _ დეცენტრაციას.
ბერგსონის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ეგოცენტრიზმი სულაც არ იგულისხმება, პირიქით, ცენტრირების ქვეშ იგი ადრეულ ასაკის გაურკვევლობიდან პიროვნული “მე”-ს გამოცალკევება-ჩამოყალიბების პროცესზე საუბრობს. საქმე არც ტერმინოლოგიურ აღრევასთან გვაქვს _ ეგოცენტრიზმის მიმდევრები ცენტრირებას, ე. ი. მოწესრიგებას, უშვებებ იქ, სადაც გაუკვევლობაა.
ბავშვობიდან სიმწიფეში გადასვლა ასეთი გზით, ვირტუალური, ნარცისული ცენტრების (ანარეკლების) მოსპობითა და ჭეშმარიტი “მე”-ს (ცენტრის) პოვნით ხდება.
ვირტუალური რეალობა სინამდვილეში ჩანაცვლებული, “ჩასახლებული” მოვლენაა და ვიდრე ჩვენ ამ სინამდვილეში, მის შიგნით ვიმყოფებით სწორ მიმართებას სამყაროსთან ვერ დავადგენთ. სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ იმ “ბრტყელი ადამიანების” მდგომარეობაში ვართ, რომლებიც თავიანთ ბრტყელ სამყაროში მხოლოდ საგნების, მოვლენების ბრტყელ პროექციებს (ანარეკლებს) ხედავენ. იმისათვის, რომ ჭეშმარიტი მდგომარეობა დავინახოთ ჩვეული “ბრტყელი სამყაროდან” გასვლაა საჭიროა./ადამიანს სინამდვილეზე ამაღლების ან მისგან გასვლის ერთადერთი მექანიზმი აქვს _ წარმოსახვა, ფანტაზია.
ხელოვნება გრძნობად სამყაროსა და ადამიანურ ცნობიერებას შორის ყველაზე უშუალო ან “ბუნებრივი” რგოლია.
68
რეალ-ობა #5
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Sunday, March 8, 2009 at 7:49 AM
0 comments Labels: Books, Bullshit
რეალ-ობა #4
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Saturday, March 7, 2009 at 6:39 AM
ანუ სივრცე-დროითი წარმოდგენა ის ძირეული აბსტრაქციაა, რომელიც შიდა და გარე რეალობებს შორის მიმერთებას აწესრიგებს.
ჰალიუცი-ნაცია ფსიქიური ანომალიაა, შიდა რეალობიდან გარე რეალობაზე პროეცირებული ფიქცია ან სუბსტანციური განსხვავებულობის აღრევაა და ამიტომაც სინამდვილის, ე. ი. შიდა-გარე რეალობის, სფეროდან განდევნილ-ამორიცხულ მოვლენას წარმოადგენს. მირაჟიც ასევე ანომალიაა, ოღონდ ოპტიკური _ სივრცის ლოკალური არაერთგვაროვნების (ჰაერის ფენების განსხვავებული სიმკვრივის) გამო წარმოქმნილი და ამიტომაც, ნორმალური სივრცე-დროითი სტრუქტურიდან ასევე “ამოვარდნილი”.
ჰალიუცინაციაც და მირაჟიც ეფემერულია, ვირტუა-ლობა _ კვლავწარმოებადი, ანუ მუდმივად რეპროდუცირებადი.
“ბრმა” ვნებით დაისაჯა _ საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა.
62
0 comments Labels: Books, Bullshit
რეალ-ობა #3
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Wednesday, March 4, 2009 at 1:02 AM
ფიზიკური სამყარო ჩვენი ფიქრის, წარმოსახვის ან ფანტაზიის ნაყოფია, ამასთან ფანტაზიისა, რომელიც ცვალებადია (დღევანდელი წარმოდგენა განსხვავდება გუშინდელისაგან, ხვალინდელი _ დღევანდელისაგან). სამყარო სადაც ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ, ადამიანური სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი _ იგი უსასრულო რაოდენობის სიტუაციური ველების, უბნების და მხარეებისაგან შედგება. მთლიანობაში ასეთი პრაგმატული სამყარო სივრცეშია სტრუქტურირებული და მის ყოველ უბანზე თანაარსებობენ, დინამიურ ურთიერთობაში არიან ობიექტები _ საგნები, მათი სახელები და ანარეკლები, იდეები, წარმოდგენები...
ვირტუალობა ან ვირტუალური ობიექტები ყოველდღიურობაში ისე აქტუალურად არიან ჩართული, რომ ჩვენ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენებისაგან არც და ზოგჯერ ვერც გამოვყოფთ. მათ გარეშე სამყაროში ორიენტირება, ე. ი. ინსტიქტურისაგან განსხვავებული გააზრებული, ადამიანური არსებობა შეუძლებელია.
ადამიანი იძულებულია ეჭიროს, თავის თავში ატაროს მოწესრიგებული სამყარო :ცააც:
ყველაფერი რაც გარე სამყაროში ხდება ყოველთვის ახალია _ წარსული იქ მკვდარია, ის მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში შეიძლება არსებობდეს/გარე, ფიზიკური სამყარო, რომელშიც გვიწევს ყოფნა-არსებობა ჩვენთვის ყოველთვის აწმყო დროშია მოცემული.
ისეთ სამყაროში შევდივართ, სადაც არა ერთი, არამედ ორი _ აქტუალური და ვირტუალური რეალობა უნდა იყოს.... ამრიგად, აქ არის არა სიმულაცია, არამედ ჩანაცვლება. რეალობა სიმეტრიული გახდა. რეალობის ორ ნაწილად დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც სიმულაციის მიღმა მიდის./ჩვენ გვაქვს შეგრძნება რეალობისა, რომელიც დაჭერილი, დამაგრებული ფიზიკური გრძნობელობით არის.
ვირტუალობა დღეს უკვე სუბიექტურიდან ობიექტურ რეალობაში გადმოვიდა ან, უფრო სწორად, ერთსა და მეორეს შორის ძნელია საზღვრის გავლება. ამიტომაც ტერმინოლოგიურ დონეზე მკვეთრი გამიჯვნაა საჭირო: აქტუალობის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ ის ობიექტური რეალობა, რომელიც ვირტუალობის შემოჭრამდის გვქონდა (რეალური რეალობა ან ნამდვილი სინამდვილე); ხოლო ვირტუალობის ქვეშ _ ელექტრომაგნიტური (საკომუნიკაციო, კიბერსივრცე და სხვ.) სინამდვილე. ამგვარად, ახალ მთლიანობაში ან ორად დაყოფილ რეალობაში ერთმანეთს აქტუალური და ვირტუალური რეალობა, ანუ აქტუალობა და ვირტუალობა უპირისპირდება.
იყო დაკარგული რეალობაში! ეს სირთულეზე უფრო მეტია! / (რიგიდულობა, ჩვეულებრივ, შეზღუდულობას, საკუთარი არაცნობიერების შიშს გულისხმობს...).
54
0 comments Labels: Books, Bullshit
რეალ-ობა #2
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Tuesday, March 3, 2009 at 10:40 AM
არსებას (ადამიანს), რომელიც ერთდროულად იგივურიც და ცვალებადიც არის.
ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში./ადამიანი მდგომარეობის ტრაგედია ან დრამა მდგომარეობს იმაში, რომ მან არ იცის რა ადგილი უკავია./“ოიდიპოსის პრობლემას” უწოდებს _ ვინ ვარ მე და “სად ვდგავარ სამყაროსა და ჩემი წარმოდგენის ტრიალში?... რაღაც აბსოლუტურ ხედვაში მე უკვე მიჭირავს რომელიღაც ადგილი, რომელიც არ ვიცი, როგორ გავიგო?”
ადამიანი მარად ცვალებადი სამყაროს ყოველ მოვლენას ვერ მოიცავს, ვერ აღნუსხავს, მას აბსოლუტური ხედვა არ აქვს, იგი ადგილითა და დროით არის შეზღუდული. გამოსავალი ერთია _ შინაგანი ძალისხმევით დააფიქსიროს რაღაც უცვლელი, უძრავი ფორმები და მათი საშუალებით სამყაროს მოუხელთებელ ცვალებადობაში “რაღაც გაიგოს, რაღაცას მიხვდეს”.
Σωμα σεμα _ ამბობდნენ ბერძნები _ სხეული საფლავია, ჯურღმულია ან ციხეა მისი შეზღუდულობისა და უცვლელი იგიურობის გამო (ქართულში ახლოა სხეული_გვამი).
ჯორდანო ბრუნო იმ აზრებსა და სიტყვებს ემსხვერპლა, რომლითაც მას უნდოდა კოპერნიკის სივრცე გადმოეცა: “ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვამტკიცოთ, რომ სამყარო _ მთლიანად ცენ-ტრია ან, რომ სამყაროს ცენტრი ყველგანაა, ხოლო შემოწერილობა არსად”
თუ ვილაპარაკებთ მხედველობაზე, უფრო სწორად დანახვაზე, აღმოჩნდება, რომ არავის არასდროს არ უნახავს ვაშლი _ ვაშლი როგორც ასეთი _ რადგან, როგორც ცნობილია, ვაშლს გააჩნია ორი მხარე, რომელთაგან ჩვენთვის ყოველთვის მხოლოდ ერთი არსებობს”. ვაშლის მეორე, ნამდვილად რეალური მხარე შესაძლებლობის განსაკუთრებული, ვირტუალური ფორმით თანაარსებობს (შესაძლებელი _ ვირტუალურის განმარტებაა). :არადა ვჭამე წეღან: ვაშლის უკანა, ჩვენთვის დაფარული მხარე შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი, როგო-რიც გვგონია, ან სულაც აღარ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის “ვგულისხმობთ” მას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენა ვაშლზე საერთოდ არ გვექნებოდა.. : ინ ვაშლი ვი თრასთ:
“თვითეულ კონკრეტული ადამიანის სამყარო არა totum revolutum-ს /უწესრიგობას, ქაოსს/, არამედ პრაგმატულ ველებად მოწესრიგებულ ველს წარმოადგენს.”
38იდან ..
0 comments Labels: Books, Bullshit
ოშო
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Monday, March 2, 2009 at 8:35 AM
ოშო, (ბჰაგვან შრი რაჯნიში, रजनीश चन्द्र मोहन जैन) - ინდოელი სულიერი მასწავლებელი(გურუ) და ფილოსოფოსი.
_სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი- მოკვდით.
_ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.
_აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.
_ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.
_რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული. :ყეპ:
_დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.
კაიკაცი :ცააცა:
2 comments Labels: Books, Bullshit
რეალ-ობა
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. at 4:58 AM
წაკითხულიდან(ჩჩე) ციტატები / ფრაზები და ა.შ..დაუმთავრებელ / ან დაუწყებელი რაღაცეებიც !
ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ორი სახის იდეებს ანსხვავებს, სიტუაციურს, რომლებიც ადამიანებს თავში მოსდით, რომელთაც მოხელთება, განსჯა, მტკიცება და ა. შ. სჭირდება და ფუნდამენტურ იდეებს, რომლებზეც ჩვენ არ ვფიქრობთ, რომლებიც თავისთავად არსებობენ ჩვენში და განსჯის შედეგად არ არიან მოსული. “ეს იდეები, რომლებიც სინამდვილეში რწმუნებებს /რწმენებს/ წარმოადგენენ, აკონსტუცირებენ ჩვენი ცხოვრების მთლიანობას... შეიძლება ითქვას, ეს არის არა იდეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არამედ იდეები, რომლებიც ჩვენ ვართ”2. ე. ი. არსებობენ იდეები, რომელთაც ჩვენ ვხვდებით, ვეჯახებით _ მოგვდის თავში და იდეები, რომლებშიც ვიმყოფებით, რომლებიც უკვე არსებობენ იქამდის, სანამ ჩვენ ვიწყებთ რაიმეზე ფიქრს.3 ჩვენ ვენდობით ამ წარმოდგენებს და ამიტომაც არასოდეს ვფიქრობთ მათზე. ასეთი სახის რწმუნებანი ქმნიან სამყაროს ხედვას და ყველა სხვა სახის ჩვენი აზრი თუ იდეა მას ეფუძნება...
ახალი განცდა (ხედვა) წარმოიშვა, რომელშიც ადამიანი თავის ყოფიერებას, თავის თავს და საკუთარ საზღვრებს აცნობიერებს.
თალესი. ყველა ავტორი, ძველიც და ახალიც, მის სახელს წინ სიტყვა პირველს უმძღვარებს. « ... მან პირველმა დაიწყო ასტრონომიის შესწავლა... მან პირველმა განაცსადა სულის უკვდავება... მან პირველმა დაიწყო საუბრები ბუნებაზე» «პირველი აზრი, რომელიც გვაოცებს თალესთან არის მტკიცება, რომ ყველაფერი წყლიდან მომდინარეობს « «პირველი იდეა მისტიკურ-სიმბოლურად დაფარული თალესის აღმოჩენაში ყველაფრის ერთიანობის იდეა არის... სხვა დამოწმებით თალესი თავის მიმდევრებს პირდაპირ ეუბნებოდა: კოსმოსი ერთიანია»
თალესმა პირველმა დაუშვა, რომ «ყველაფერი ერთიანია» _ ეს კი ნიშნავდა, რომ სამყაროს საფუძვლად უდევს ერთიანობა, რაღაც წესრიგი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ძალუძს ამ წესრიგის ამოცნობა. ამასთან «ყველაფერი წყლისაგან...
ვარსკვლავების ყურებისას თალესი ორმოში ჩავარდა, რაზეც იქვე მყოფმა დედაბერმა უთხრა _ როგორ გინდა გაიგო რა არის ცაზე, როდესაც გერ ხედავ რა გაქვს ფეხქვეშ?” :ცააცა: უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის ჩვევა თალესის შემდგომ ყველა “ცაში მომზირალს” დაებედა. :ცააცა: ორტეგა წერს: “პლატონი სრულიად სერიოზულად აცხადებს: ფილოსოფოსის მისიაა უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა" :ცააცა
ანტიკურობა არის თავისთავში შევსებული და დასრულებული სასრული სხეულის ინტუიცია: “სიტყვა σωμα-თი (სხეული) ბერძენი მათემატიკოსები აღნიშნავდნენ სტერეომეტრიულ წარმონაქმნებს, ფიზიკოსები _ სუბსტანციას, სოფოკლეს ოიდიპოსში კი, ეს სიტყვა პიროვნების აღმნიშვნელია"
“...ჩვენ ვინარჩუნებთ სივრცის ემპირიულ რეალობას,თუმცა ვაღიარებთ მის ტრანსცენდენტალურ იდეალურობას"
სივრცე არის ის, რაც მრავალი ერთნაირი და ერთდროული შეგრძნების განვასხვავების საშუალებას გვაძლევს: ამგვარად ეს არის დიფერენციაციის პრინციპი, განსხვავებული თვისობრივი დიფერენციაციისაგან. ე. ი. ეს არის რეალობა თვისებათა გარეშე
ბერძნული სიტყვა სფერო პითაგორელებისათვის ნიშნავდა იგივეს, რასაც (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებული) სიტყვა ასტრონომია
სამყაროს ერთიანობის დაშვება უნდა გულისხმობდეს, რომ სფერულად მოწესრიგებული კოსმოსი სხვა სახის სწორ ფორმებსაც მოიცავს.
გონს მხოლოდ აბსოლუტური ყოფიერების ჩაწვდომა შეუძლია
ემპირიული სამყაროს რეალურობის და რაციონალურობის ჩაწვდომა :ცააცა:
“ღმერთი ყოველთვის გეომეტრად გვევლინება”. :ცააცა:
“ანტიკურობის სამყარო, კოსმოსი, მორგებული სიმრავლე ყველა ახლობელი და ხილვადი საგნებისა ცის /სფერული/ თაღით სრულდება”
___
გავაგრზელებ მერე
20იდან
0 comments Labels: Books, Bullshit
10აგვისტო
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Sunday, March 1, 2009 at 1:28 AM
ჩემი დაბ.დღის დღე შეილება ითქვას..ვერასოდეს ვიტანდი!
1საც ქონია..ანდა ალბათ ამპონტში:
The Great Daylight 1972 Fireball (or US19720810) is an Earth-grazing meteoroid which passed within 57 kilometres of the surface of the Earth at 20:29 UTC on August 10, 1972. It entered the Earth's atmosphere in daylight over Utah, United States (14:30 local time) and passed northwards leaving the atmosphere over Alberta, Canada. It was seen by many people and recorded on film and by space borne sensors.
საკმაოდ" 20ით დიდი იყო ჰეჰხ ..
გამიხარრდა
და ესეც
In religious contexts Lord can also refer to various different gods or deities.
Labels: Bullshit
S_path
- კოსმოსურ სივრცეებში..
- არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..