რეალ-ობა #3

ფიზიკური სამყარო ჩვენი ფიქრის, წარმოსახვის ან ფანტაზიის ნაყოფია, ამასთან ფანტაზიისა, რომელიც ცვალებადია (დღევანდელი წარმოდგენა განსხვავდება გუშინდელისაგან, ხვალინდელი _ დღევანდელისაგან). სამყარო სადაც ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ, ადამიანური სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი _ იგი უსასრულო რაოდენობის სიტუაციური ველების, უბნების და მხარეებისაგან შედგება. მთლიანობაში ასეთი პრაგმატული სამყარო სივრცეშია სტრუქტურირებული და მის ყოველ უბანზე თანაარსებობენ, დინამიურ ურთიერთობაში არიან ობიექტები _ საგნები, მათი სახელები და ანარეკლები, იდეები, წარმოდგენები...

ვირტუალობა ან ვირტუალური ობიექტები ყოველდღიურობაში ისე აქტუალურად არიან ჩართული, რომ ჩვენ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენებისაგან არც და ზოგჯერ ვერც გამოვყოფთ. მათ გარეშე სამყაროში ორიენტირება, ე. ი. ინსტიქტურისაგან განსხვავებული გააზრებული, ადამიანური არსებობა შეუძლებელია.

ადამიანი იძულებულია ეჭიროს, თავის თავში ატაროს მოწესრიგებული სამყარო :ცააც:

ყველაფერი რაც გარე სამყაროში ხდება ყოველთვის ახალია _ წარსული იქ მკვდარია, ის მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში შეიძლება არსებობდეს/გარე, ფიზიკური სამყარო, რომელშიც გვიწევს ყოფნა-არსებობა ჩვენთვის ყოველთვის აწმყო დროშია მოცემული.

ისეთ სამყაროში შევდივართ, სადაც არა ერთი, არამედ ორი _ აქტუალური და ვირტუალური რეალობა უნდა იყოს.... ამრიგად, აქ არის არა სიმულაცია, არამედ ჩანაცვლება. რეალობა სიმეტრიული გახდა. რეალობის ორ ნაწილად დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც სიმულაციის მიღმა მიდის./ჩვენ გვაქვს შეგრძნება რეალობისა, რომელიც დაჭერილი, დამაგრებული ფიზიკური გრძნობელობით არის.

ვირტუალობა დღეს უკვე სუბიექტურიდან ობიექტურ რეალობაში გადმოვიდა ან, უფრო სწორად, ერთსა და მეორეს შორის ძნელია საზღვრის გავლება. ამიტომაც ტერმინოლოგიურ დონეზე მკვეთრი გამიჯვნაა საჭირო: აქტუალობის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ ის ობიექტური რეალობა, რომელიც ვირტუალობის შემოჭრამდის გვქონდა (რეალური რეალობა ან ნამდვილი სინამდვილე); ხოლო ვირტუალობის ქვეშ _ ელექტრომაგნიტური (საკომუნიკაციო, კიბერსივრცე და სხვ.) სინამდვილე. ამგვარად, ახალ მთლიანობაში ან ორად დაყოფილ რეალობაში ერთმანეთს აქტუალური და ვირტუალური რეალობა, ანუ აქტუალობა და ვირტუალობა უპირისპირდება.

იყო დაკარგული რეალობაში! ეს სირთულეზე უფრო მეტია! / (რიგიდულობა, ჩვეულებრივ, შეზღუდულობას, საკუთარი არაცნობიერების შიშს გულისხმობს...).

54

0 comments:

S_path

My photo
არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..