წაკითხულიდან(ჩჩე) ციტატები / ფრაზები და ა.შ..დაუმთავრებელ / ან დაუწყებელი რაღაცეებიც !
ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ორი სახის იდეებს ანსხვავებს, სიტუაციურს, რომლებიც ადამიანებს თავში მოსდით, რომელთაც მოხელთება, განსჯა, მტკიცება და ა. შ. სჭირდება და ფუნდამენტურ იდეებს, რომლებზეც ჩვენ არ ვფიქრობთ, რომლებიც თავისთავად არსებობენ ჩვენში და განსჯის შედეგად არ არიან მოსული. “ეს იდეები, რომლებიც სინამდვილეში რწმუნებებს /რწმენებს/ წარმოადგენენ, აკონსტუცირებენ ჩვენი ცხოვრების მთლიანობას... შეიძლება ითქვას, ეს არის არა იდეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არამედ იდეები, რომლებიც ჩვენ ვართ”2. ე. ი. არსებობენ იდეები, რომელთაც ჩვენ ვხვდებით, ვეჯახებით _ მოგვდის თავში და იდეები, რომლებშიც ვიმყოფებით, რომლებიც უკვე არსებობენ იქამდის, სანამ ჩვენ ვიწყებთ რაიმეზე ფიქრს.3 ჩვენ ვენდობით ამ წარმოდგენებს და ამიტომაც არასოდეს ვფიქრობთ მათზე. ასეთი სახის რწმუნებანი ქმნიან სამყაროს ხედვას და ყველა სხვა სახის ჩვენი აზრი თუ იდეა მას ეფუძნება...
ახალი განცდა (ხედვა) წარმოიშვა, რომელშიც ადამიანი თავის ყოფიერებას, თავის თავს და საკუთარ საზღვრებს აცნობიერებს.
თალესი. ყველა ავტორი, ძველიც და ახალიც, მის სახელს წინ სიტყვა პირველს უმძღვარებს. « ... მან პირველმა დაიწყო ასტრონომიის შესწავლა... მან პირველმა განაცსადა სულის უკვდავება... მან პირველმა დაიწყო საუბრები ბუნებაზე» «პირველი აზრი, რომელიც გვაოცებს თალესთან არის მტკიცება, რომ ყველაფერი წყლიდან მომდინარეობს « «პირველი იდეა მისტიკურ-სიმბოლურად დაფარული თალესის აღმოჩენაში ყველაფრის ერთიანობის იდეა არის... სხვა დამოწმებით თალესი თავის მიმდევრებს პირდაპირ ეუბნებოდა: კოსმოსი ერთიანია»
თალესმა პირველმა დაუშვა, რომ «ყველაფერი ერთიანია» _ ეს კი ნიშნავდა, რომ სამყაროს საფუძვლად უდევს ერთიანობა, რაღაც წესრიგი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ძალუძს ამ წესრიგის ამოცნობა. ამასთან «ყველაფერი წყლისაგან...
ვარსკვლავების ყურებისას თალესი ორმოში ჩავარდა, რაზეც იქვე მყოფმა დედაბერმა უთხრა _ როგორ გინდა გაიგო რა არის ცაზე, როდესაც გერ ხედავ რა გაქვს ფეხქვეშ?” :ცააცა: უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის ჩვევა თალესის შემდგომ ყველა “ცაში მომზირალს” დაებედა. :ცააცა: ორტეგა წერს: “პლატონი სრულიად სერიოზულად აცხადებს: ფილოსოფოსის მისიაა უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა" :ცააცა
ანტიკურობა არის თავისთავში შევსებული და დასრულებული სასრული სხეულის ინტუიცია: “სიტყვა σωμα-თი (სხეული) ბერძენი მათემატიკოსები აღნიშნავდნენ სტერეომეტრიულ წარმონაქმნებს, ფიზიკოსები _ სუბსტანციას, სოფოკლეს ოიდიპოსში კი, ეს სიტყვა პიროვნების აღმნიშვნელია"
“...ჩვენ ვინარჩუნებთ სივრცის ემპირიულ რეალობას,თუმცა ვაღიარებთ მის ტრანსცენდენტალურ იდეალურობას"
სივრცე არის ის, რაც მრავალი ერთნაირი და ერთდროული შეგრძნების განვასხვავების საშუალებას გვაძლევს: ამგვარად ეს არის დიფერენციაციის პრინციპი, განსხვავებული თვისობრივი დიფერენციაციისაგან. ე. ი. ეს არის რეალობა თვისებათა გარეშე
ბერძნული სიტყვა სფერო პითაგორელებისათვის ნიშნავდა იგივეს, რასაც (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებული) სიტყვა ასტრონომია
სამყაროს ერთიანობის დაშვება უნდა გულისხმობდეს, რომ სფერულად მოწესრიგებული კოსმოსი სხვა სახის სწორ ფორმებსაც მოიცავს.
გონს მხოლოდ აბსოლუტური ყოფიერების ჩაწვდომა შეუძლია
ემპირიული სამყაროს რეალურობის და რაციონალურობის ჩაწვდომა :ცააცა:
“ღმერთი ყოველთვის გეომეტრად გვევლინება”. :ცააცა:
“ანტიკურობის სამყარო, კოსმოსი, მორგებული სიმრავლე ყველა ახლობელი და ხილვადი საგნებისა ცის /სფერული/ თაღით სრულდება”
___
გავაგრზელებ მერე
20იდან
0 comments:
Post a Comment