ნიცშეს ასეთი გამონათქვამი აქვს: “ციებ-ცხელებით შეპყრობილნი აჩრდილებს ხედავენ, ისინი კი, ვისაც ნორმალური ტემპერატურა აქვთ _ მხოლოდ საგანთა ჩრდილებს; ამასთან, ორივენი ერთიდაიგივე სიტყვებს საჭიროებენ”126. და აქ თითქოს დიდი გაურკვევლობის სათავეა _ ერთიდაიგივე ან მსგავს სიტყვებს მიღმა სხვადასვა რეალობა შეიძლება იდოს. მაგრამ ანალოგია სწორედ ამაშია _ ჩვენ, გინდ ჯანმრთელნი და გინდ დაავადებით ან გრძნობით შეპყრობილნი, გინდ ძილში და გინდ ღვიძილში სინამდვილეს ან ჭეშმარიტ რეალობას ერთანაირად ვერ ვხედავთ!...
ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან დამაკავშირებელი კვანძის, სხეულის, შეგრძნების ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჭეშმარიტი მიმართების, საკუთარი ადგილის დანახვის საკმარისი პირობა არ არის.
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ნარცისი ორმაგი, აუდიო-ვიზუალურ ილუზიაშია (სარკული ანარეკლი და ხმოვანი ანარეკლი).
“ცენტრირებას”, რომელიც ადრეულ ასაკში ყალიბდება _ სუბიექტის რწმენას, რომ სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური წყობა საკუთარის იგივურია, რომ არ არსებობს სხვისი განსხვავებული ხედვა _ ფსიქოლოგები ეგოცენტრიზმს უწოდებენ. ამ მდგმარეობის თანმიმდევრულ გადალახვას (12-14 წლის ასაკში) კი _ დეცენტრაციას.
ბერგსონის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ეგოცენტრიზმი სულაც არ იგულისხმება, პირიქით, ცენტრირების ქვეშ იგი ადრეულ ასაკის გაურკვევლობიდან პიროვნული “მე”-ს გამოცალკევება-ჩამოყალიბების პროცესზე საუბრობს. საქმე არც ტერმინოლოგიურ აღრევასთან გვაქვს _ ეგოცენტრიზმის მიმდევრები ცენტრირებას, ე. ი. მოწესრიგებას, უშვებებ იქ, სადაც გაუკვევლობაა.
ბავშვობიდან სიმწიფეში გადასვლა ასეთი გზით, ვირტუალური, ნარცისული ცენტრების (ანარეკლების) მოსპობითა და ჭეშმარიტი “მე”-ს (ცენტრის) პოვნით ხდება.
ვირტუალური რეალობა სინამდვილეში ჩანაცვლებული, “ჩასახლებული” მოვლენაა და ვიდრე ჩვენ ამ სინამდვილეში, მის შიგნით ვიმყოფებით სწორ მიმართებას სამყაროსთან ვერ დავადგენთ. სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ იმ “ბრტყელი ადამიანების” მდგომარეობაში ვართ, რომლებიც თავიანთ ბრტყელ სამყაროში მხოლოდ საგნების, მოვლენების ბრტყელ პროექციებს (ანარეკლებს) ხედავენ. იმისათვის, რომ ჭეშმარიტი მდგომარეობა დავინახოთ ჩვეული “ბრტყელი სამყაროდან” გასვლაა საჭიროა./ადამიანს სინამდვილეზე ამაღლების ან მისგან გასვლის ერთადერთი მექანიზმი აქვს _ წარმოსახვა, ფანტაზია.
ხელოვნება გრძნობად სამყაროსა და ადამიანურ ცნობიერებას შორის ყველაზე უშუალო ან “ბუნებრივი” რგოლია.
68
ნაბიჯები
-
რაღაცეები დაიძრა.
ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი.
წიგნის გამოფენა-ბაზრობაზე არ მახსოვს, მოვყევი თუ არა. ჯერ კიდევ თბილისში
ყოფნი...
4 days ago
0 comments:
Post a Comment