რეალ-ობა #2

არსებას (ადამიანს), რომელიც ერთდროულად იგივურიც და ცვალებადიც არის.

ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში./ადამიანი მდგომარეობის ტრაგედია ან დრამა მდგომარეობს იმაში, რომ მან არ იცის რა ადგილი უკავია./“ოიდიპოსის პრობლემას” უწოდებს _ ვინ ვარ მე და “სად ვდგავარ სამყაროსა და ჩემი წარმოდგენის ტრიალში?... რაღაც აბსოლუტურ ხედვაში მე უკვე მიჭირავს რომელიღაც ადგილი, რომელიც არ ვიცი, როგორ გავიგო?”

ადამიანი მარად ცვალებადი სამყაროს ყოველ მოვლენას ვერ მოიცავს, ვერ აღნუსხავს, მას აბსოლუტური ხედვა არ აქვს, იგი ადგილითა და დროით არის შეზღუდული. გამოსავალი ერთია _ შინაგანი ძალისხმევით დააფიქსიროს რაღაც უცვლელი, უძრავი ფორმები და მათი საშუალებით სამყაროს მოუხელთებელ ცვალებადობაში “რაღაც გაიგოს, რაღაცას მიხვდეს”.

Σωμα σεμα _ ამბობდნენ ბერძნები _ სხეული საფლავია, ჯურღმულია ან ციხეა მისი შეზღუდულობისა და უცვლელი იგიურობის გამო (ქართულში ახლოა სხეული_გვამი).

ჯორდანო ბრუნო იმ აზრებსა და სიტყვებს ემსხვერპლა, რომლითაც მას უნდოდა კოპერნიკის სივრცე გადმოეცა: “ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვამტკიცოთ, რომ სამყარო _ მთლიანად ცენ-ტრია ან, რომ სამყაროს ცენტრი ყველგანაა, ხოლო შემოწერილობა არსად”

თუ ვილაპარაკებთ მხედველობაზე, უფრო სწორად დანახვაზე, აღმოჩნდება, რომ არავის არასდროს არ უნახავს ვაშლი _ ვაშლი როგორც ასეთი _ რადგან, როგორც ცნობილია, ვაშლს გააჩნია ორი მხარე, რომელთაგან ჩვენთვის ყოველთვის მხოლოდ ერთი არსებობს”. ვაშლის მეორე, ნამდვილად რეალური მხარე შესაძლებლობის განსაკუთრებული, ვირტუალური ფორმით თანაარსებობს (შესაძლებელი _ ვირტუალურის განმარტებაა).  :არადა ვჭამე წეღან: ვაშლის უკანა, ჩვენთვის დაფარული მხარე შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი, როგო-რიც გვგონია, ან სულაც აღარ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის “ვგულისხმობთ” მას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენა ვაშლზე საერთოდ არ გვექნებოდა.. : ინ ვაშლი ვი თრასთ:

“თვითეულ კონკრეტული ადამიანის სამყარო არა totum revolutum-ს /უწესრიგობას, ქაოსს/, არამედ პრაგმატულ ველებად მოწესრიგებულ ველს წარმოადგენს.”

38იდან ..

0 comments:

S_path

My photo
არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..