
...სიკვდილის სამეფოში ხედავენ,
რომ ჩვენ არა ვართ
გზააბნეული მშფოთვარე სულები;
ჩვენ ვართ უბრალოდ
ფუტურო ადამიანები,
ფიტულები და არა ადამიანები.
ეს მკვდარი ქვეყანაა,
კაქტუსების ქვეყანა
ჩამქრალი ვარსკვლავი ხედავს,
როგორ აღაპყრობენ ხელებს
ქვის ქანდაკებებისკენ
მკვდარი ტომები.
დილაობით,როდესაც ჩამკვდარები
ვითხოვთ ალერსს
სიკვდილის ამ სამეფოში,
ტუჩები,კოცნისთვის რომ მოგვეცა
ლოცვას აღუვლენენ დამსხვრეულ კერპებს.
აქ არ არის თვალები,
აქ თვალებს ვერავის უპოვი.
ჩამქრალ ვარსკვლავთა ველზე,
უდაბურ,ცარიელ ველზე,
ძველ,დამხობილ სამეფოთა
გამოღრღნილ თავის ქალაში,
უკანასკნელი შეხვედრის ადგილისკენ
ერთად მივლასლასებთ...
C
ციალა ბაბო
-
- თიინაა!
- შემოდი, ციალა
ციალა უკვე შემოსული იყო. დაჯღანული, ნახევრად დახეული, ჩუსტად ქცეული
ფეხსაცმელი, უფრო ფლოსტი გარეთ ფეხის ტილოზე დაეტოვები...
1 week ago