Showing posts with label Books. Show all posts
Showing posts with label Books. Show all posts

ჰაინრიხ ბიოლი_ჩემი ნაღვლიანი სახე


link
ვეცდები, საერთოდ არ მქონდეს არანაირი სახე...

სლენგი

ინეტ სივრცეში სლენგი საჭიროა , ჰოდა გამოგადგებათ :


.
<3 — (англ. Love (a sideways heart) — Любовь (лежащее на боку сердце)სიყვარული
10x — (англ. Thanks) спасибо მადლობა
2U — (англ. To you) Для вас თქვენთვის
4 — (англ. for — для) например, «4U» — (англ. for you) «для тебя». შენთვის

A
AFAIK — (англ. as far as I know) насколько я знаю რამდენადაც ვიცი
AFAIR — (англ. as far as I remember) насколько я помню რამდენადაც მახსოვს
AFK — (англ. away from keyboard) отошёл (имеется ввиду, что пользователь в данный момент не у компьютера) გავედი,არრვარ კომპთან
ASAP (англ. as soon as possible) как можно быстрее რაც შეიძლება მალე

B
BB — (англ. Bye-bye) до свидания! ნახვამდის
BBS — (англ. be back soon) скоро вернусь მალე დავბრუნდები
Bgg — Bu-ga-ga — сокращение от Бу-га-га, что значит сильный смех სიცილი
BRB — (англ. be right back) скоро вернусь (вернусь через минуту)მალე დავბრუნდები
BTW — (англ. by the way) кстати (между прочим) სხვათაშორის
BBGL — (англ. bye-bye, good luck) пока, удачи წარმატება

C
CU l8r — (англ. see you later) увидимся позже შევხვდებით მოგვიანებით
cy, cya — (англ. see you again (around), американский сленг: see ya) увидимся, до свидания დროებით
CS - Couter-Strike версии 1.6 ქაუნთერი :D

D

E

F
FAQ — (англ. frequently asked questions) часто задаваемые вопросы (подразумевается список «вопрос—ответ»), аналог в русском языке — «ЧАВО» (частые вопросы)პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

G
GGG — смех (гы гы гы)სიცილი
GL — (англ. good luck) удачи!წარმატება
GLA — (англ. good luckto all) всем удачи!წარმატებები ყველას
Gratz, gz — (англ. Congratulations) Поздравляю! (Поздравление с чем-либо) გილოცავ

H

I
ICYDGI — (англ. in case you didn't get it) на случай, если Вы ещё этого не поняли იმ შემთხვევისთვის თუ ვერ "მოწვი" :D
IIRC — (англ. if I remember correctly) если мне не изменяет память (ЕМНИП)თუ მეხსიერება არრ მღალატობს
IMHO — (англ. in my humble opinion) по моему скромному мнению (ИМХО)ჩემი მოკრძალებული აზრით
IMO — (англ. in my opinion) по моему мнению. Аббревиатуру иногда переводят как МЛМ (мое личное мнение)ჩემი აზრით
IMNSHO — (англ. in my not sure humble opinion) по моему не очень скромному мнению. ჩემი არც ისე მოკრძალებული აზრით :D

J

K
KISS — (англ. keep it simple, stupid) «сделай проще, глупый» (принцип программирования: «не усложняй»). არრ "გაართულო"

L
LMAO — (англ. laughing my ass off) дико смеяться ძაან სიცილი
LOL — (англ. laughing out loud, lots of laughing) — громко смеюсь ხმამაღლა სიცილი

M

N
N1 — (англ. nice one) хороший, классный, или (англ. number one) номер один (лучший) კარგი,ნომ1
Noob (см.: нуб) — начинающий, неопытный игрок დამწყები მოთამაშე
NP англ. No problem — «нет проблем» (в ответ на благодарность), или «не переживай» არაა პრობლემა,არრ იდარდო

O
OMG — (англ. oh, my God) «о господи!» — выражает удивление, раздражение.ღმერთო ჩემო
OMFG — (англ. oh, my fucking God) бранный аналог «OMG». ემმ
O RLY? — (англ. oh really?) «неужели?» (как правило, ответом служит «YA RLY», а за этим уже следует «NO WAI»). მართლა?

P
pls, plz — (англ. please) — сокращение от пожалуйста, получившее широкое распространение сначала в чатах, а затем и вне их გთხოვ
PM — англ. Private message — приватное сообщение, используется часто в IRC и веб-форумах პიემი :D

Q

R
ROTF — (англ. rolling on the floor) катаюсь по полу (поначалу употреблялось наравне с ROTFL) ვხოხავ იატაკზე :D
ROTFL, ROFL — (англ. rolling on the floor laughing) катаюсь по полу от смеха სიცილით ვხოხავ იატაკზე
ROTFLMAO, ROFLMAO — (англ. rolling on the floor laughing my ass off) катаюсь по полу от смеха, аж жопу надорвал ვიხევი სიცილით :D
ROTFLMAOSTC - см. выше + scaring the cat, «пугая кота/кошку» ვაშინებ კატას
RTFM — (англ. read the following (fucking, fine) manual) читай прилагающееся (долбаное, хорошее) руководство; иными словами, не задавай вопросы, ответы на которые уже есть в FAQ или в инструкции. Также расшифровывают, как «англ. Read Tutorial, Follow Manual» — «прочти инструкцию, следуй руководству» მიყევი ინსტრუქციას,წაიკითხე ტუტორიალი ა.შ

S
STFU — (англ. shut the fuck up) грубое «заткнись» მოკეტე
STFW — (англ. search the fucking Web) поищи информацию в сети (более точный перевод — «поищи в чёртовом вебе») მოძებნე ინეტში :D

T
Thnx!, иногда tnx, thx (THX),10x, ty — (англ. thanks, thank you) спасибо მადლობ
ttyl — (англ. talk to you later) поговорим попозже, в другой раз მოგვიანებით დავილაპარაკოთ

U
UPD (сокращение от англ. update) — добавление, обновление к теме, посту. მოდერნიზება

V

W
W8 — (англ. Wait) Подожди დაიცა
WB —(англ. Welcome Back) рад, что ты вернулся კეთილი იყოს შენი დაბრუნება
WBR — (англ. With Best Regards) С наилучшими пожеланиями საუკეთესო სურვილებით
WTF — (англ. What The Fuck) что происходит? что за ерунда? რა ხთთთება?
WYSIWYG — (англ. What You See Is What You Get) «что видишь, то и получишь», произносится как «ви-зи-виг» რასაც ხედავ იმას მიიღებ (მოიმკი) :D

X
x.o.x.o. - целую, обнимаю გკოცნი,გეხუტები

Y

Z
ZOMG (англ. Z oh, my God ) — ошибочное написание аббревиатуры фразы англ. Oh My God, «Боже мой!». Так как буква латиницы «Z» в клавиатурной раскладке QWERTY расположена рядом с кнопкой Shift, можно ошибиться, написав вместо «OMG» — «ZOMG». Латинский оригинал часто употребляется в форме «ZOMG!!!!11!1!», где кроме Z в начале показная небрежность пишущего подчёркивается единицами в ряду восклицательных знаков. Часто употребляется в irc-сетях и в цитатнике Рунета ზზზ ღმერთო ჩემო


_________________________________________________

ვიცი სირისტიანულადაა ნათარგმნი ზოგი :D შემეძლო უფრო მეტი დრო დამეხარჯა და უფრო "დალაგებულად" დამედო , მარა IDC_I Dont Care .

ფრანც კაფკა


>"მე ვწერ განსხვავებულად ,ვიდრე ვსაუბრობ,ვსაუბრობ განსხვავებულად ვიდრე ვფიქრობ,ვფიქრობ განსხვავებულად ვიდრე უნდა ვიფიქრო_და მივდივარ უსასრულობის ბნელი სიღრმეებისკენ.”

”სიკვდილი არაფრობის დანებებაა არაფრისთვის,მაგრამ მაინც შეუძლებელია იმის გაგება,თუ როგორ ნებდება ადამიანი,თუნდაც როგორც არაფრობა,ქვეცნობიერად ისევ არაფერს.თანაც უბრალო არაფერს კი არა,მძვინვარე არარას,რომლის არაფრობის არსი მხოლოდ მიუწვდომლობა შეიძლება იყოს.”
______________________________________



download

პო_სიჩუმე


”ყური დამიგდე”,სთქვა დემონმა,როდესაც თავზე ხელი დამადო.


და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე არ იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე არ იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე არ იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე არ იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.

აღა

Anneliese Marie Frank


ანა ფრანკი
აზრზე არრვიყავი ვინ იყო
13_15 წლის გოგონა / საოცარია..
წიგნს წავიკითხავ აუცილებლად

ფილმიც ყოფილა და ქართველების დადგმული სპექტაქლიც .. აგგა

ფილმი
სპექტაკლი

imbd1

___________________________________________

imbd2


___________________________________________


სერიალიც :
"ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური, ერთსა და იმავე ადამიანბთან ყოველდღიური ურთიერთობით და ყოფითი წვრილმანებით შეზღუდულ, მძიმე, სახიფათო გარემოში, გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა.
ამ შემზარავ ცხოვრებისეულ დოკუმენტში ერთ მთლიანობადაა ქცეული დევნილი ოჯახოის ბედი და უჩვეულოდ ნიჭიერი და მგრძნობიარე ბავშვის სულიერი ცხოვრება. არსებობის სიმძიმემ და სიკვდილის მუდმივმა მუქარამ გაამძაფრა გოგონას სულისა და გონების განცდები და გრძნობების გამოხატვის ისეთი უნარი შესძინა, რომელმაც მისი დღიური ნაადრევად მოწიფულთა საკუთრებად აქცია. შეუძლებელია დაივიწყო ბავშვი, რომელიც მისი ოჯახის თავშესაფარის საზარელ სხვენზე აპარულა, რათა ვარსკვლავების მოჭედულ ზეცას უცქიროს.

როცა შეგიძლია ცას უშიშრად ახედო, როცა გული სუფთა გაქვს, ბედნიერება მუდამ შენთანაა, აი ასეთია ანას ფიქრები. რა საოცარი კონტრასტი წარმოგვიდგება თვალწინ, ერთ მხარეს მთელი მსოფლიო გადარეულა, ადამიანები იმ მიწისთვის ხოცავენ ერთმანეთს, რადაც თავადვე მიიქცევიან, დედამიწა სისხლისგან იცლება! მეორე მხარეს კი 14 წლის გოგონას სახით უბრალო სული იხატება, რომლიც ყოველდღე იმისთვის სწირავს უფალს მადლობას, რომ არსებობს მშვენიერი ბუნება, სილამაზე და სიყვარული."

The Hound


დორბლ
დოორბლ

არრვიცი როდის ჩავუჯდები ..

ძველი/რუსული ანიმაციები

ბრედბერის მოთხრობის მიხედვით გაკეთებული ანიმაცია ..

მტრედმა ფერფლადქცეულების მყუდროება დაარღვია^

There will come soft rains and the smell of the ground,
And swallows circling with their shimmering sound;

And frogs in the pools singing at night,
And wild plum trees in tremulous white;

Robins will wear their feathery fire,
Whistling their whims on a low fence-wire;

And not one will know of the war, not one
Will care at last when it is done.

Not one would mind, neither bird nor tree,
If mankind perished utterly;

And Spring herself, when she woke at dawn
Would scarcely know that we were gone.

  -- Sara Teasdale

კომიქსი

_____________________________________

Here there be tygers ესეც ბრედბერის მიხედვით

წაკითხული მაქვს / მარა იქ სხვა დასასრული აქვს  i guess ..

ამან გაასწორა : The meeting (1984)

რეალ-ობა #5

ნიცშეს ასეთი გამონათქვამი აქვს: “ციებ-ცხელებით შეპყრობილნი აჩრდილებს ხედავენ, ისინი კი, ვისაც ნორმალური ტემპერატურა აქვთ _ მხოლოდ საგანთა ჩრდილებს; ამასთან, ორივენი ერთიდაიგივე სიტყვებს საჭიროებენ”126. და აქ თითქოს დიდი გაურკვევლობის სათავეა _ ერთიდაიგივე ან მსგავს სიტყვებს მიღმა სხვადასვა რეალობა შეიძლება იდოს. მაგრამ ანალოგია სწორედ ამაშია _ ჩვენ, გინდ ჯანმრთელნი და გინდ დაავადებით ან გრძნობით შეპყრობილნი, გინდ ძილში და გინდ ღვიძილში სინამდვილეს ან ჭეშმარიტ რეალობას ერთანაირად ვერ ვხედავთ!...

ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან დამაკავშირებელი კვანძის, სხეულის, შეგრძნების ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჭეშმარიტი მიმართების, საკუთარი ადგილის დანახვის საკმარისი პირობა არ არის.

თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ნარცისი ორმაგი, აუდიო-ვიზუალურ ილუზიაშია (სარკული ანარეკლი და ხმოვანი ანარეკლი).

“ცენტრირებას”, რომელიც ადრეულ ასაკში ყალიბდება _ სუბიექტის რწმენას, რომ სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური წყობა საკუთარის იგივურია, რომ არ არსებობს სხვისი განსხვავებული ხედვა _ ფსიქოლოგები ეგოცენტრიზმს უწოდებენ. ამ მდგმარეობის თანმიმდევრულ გადალახვას (12-14 წლის ასაკში) კი _ დეცენტრაციას.
ბერგსონის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ეგოცენტრიზმი სულაც არ იგულისხმება, პირიქით, ცენტრირების ქვეშ იგი ადრეულ ასაკის გაურკვევლობიდან პიროვნული “მე”-ს გამოცალკევება-ჩამოყალიბების პროცესზე საუბრობს. საქმე არც ტერმინოლოგიურ აღრევასთან გვაქვს _ ეგოცენტრიზმის მიმდევრები ცენტრირებას, ე. ი. მოწესრიგებას, უშვებებ იქ, სადაც გაუკვევლობაა.

ბავშვობიდან სიმწიფეში გადასვლა ასეთი გზით, ვირტუალური, ნარცისული ცენტრების (ანარეკლების) მოსპობითა და ჭეშმარიტი “მე”-ს (ცენტრის) პოვნით ხდება.

ვირტუალური რეალობა სინამდვილეში ჩანაცვლებული, “ჩასახლებული” მოვლენაა და ვიდრე ჩვენ ამ სინამდვილეში, მის შიგნით ვიმყოფებით სწორ მიმართებას სამყაროსთან ვერ დავადგენთ. სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ იმ “ბრტყელი ადამიანების” მდგომარეობაში ვართ, რომლებიც თავიანთ ბრტყელ სამყაროში მხოლოდ საგნების, მოვლენების ბრტყელ პროექციებს (ანარეკლებს) ხედავენ. იმისათვის, რომ ჭეშმარიტი მდგომარეობა დავინახოთ ჩვეული “ბრტყელი სამყაროდან” გასვლაა საჭიროა./ადამიანს სინამდვილეზე ამაღლების ან მისგან გასვლის ერთადერთი მექანიზმი აქვს _ წარმოსახვა, ფანტაზია.

ხელოვნება გრძნობად სამყაროსა და ადამიანურ ცნობიერებას შორის ყველაზე უშუალო ან “ბუნებრივი” რგოლია.

68

რეალ-ობა #4

ანუ სივრცე-დროითი წარმოდგენა ის ძირეული აბსტრაქციაა, რომელიც შიდა და გარე რეალობებს შორის მიმერთებას აწესრიგებს.

ჰალიუცი-ნაცია ფსიქიური ანომალიაა, შიდა რეალობიდან გარე რეალობაზე პროეცირებული ფიქცია ან სუბსტანციური განსხვავებულობის აღრევაა და ამიტომაც სინამდვილის, ე. ი. შიდა-გარე რეალობის, სფეროდან განდევნილ-ამორიცხულ მოვლენას წარმოადგენს. მირაჟიც ასევე ანომალიაა, ოღონდ ოპტიკური _ სივრცის ლოკალური არაერთგვაროვნების (ჰაერის ფენების განსხვავებული სიმკვრივის) გამო წარმოქმნილი და ამიტომაც, ნორმალური სივრცე-დროითი სტრუქტურიდან ასევე “ამოვარდნილი”.

ჰალიუცინაციაც და მირაჟიც ეფემერულია, ვირტუა-ლობა _ კვლავწარმოებადი, ანუ მუდმივად რეპროდუცირებადი.

“ბრმა” ვნებით დაისაჯა _ საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა.

62

რეალ-ობა #3

ფიზიკური სამყარო ჩვენი ფიქრის, წარმოსახვის ან ფანტაზიის ნაყოფია, ამასთან ფანტაზიისა, რომელიც ცვალებადია (დღევანდელი წარმოდგენა განსხვავდება გუშინდელისაგან, ხვალინდელი _ დღევანდელისაგან). სამყარო სადაც ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ, ადამიანური სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი _ იგი უსასრულო რაოდენობის სიტუაციური ველების, უბნების და მხარეებისაგან შედგება. მთლიანობაში ასეთი პრაგმატული სამყარო სივრცეშია სტრუქტურირებული და მის ყოველ უბანზე თანაარსებობენ, დინამიურ ურთიერთობაში არიან ობიექტები _ საგნები, მათი სახელები და ანარეკლები, იდეები, წარმოდგენები...

ვირტუალობა ან ვირტუალური ობიექტები ყოველდღიურობაში ისე აქტუალურად არიან ჩართული, რომ ჩვენ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენებისაგან არც და ზოგჯერ ვერც გამოვყოფთ. მათ გარეშე სამყაროში ორიენტირება, ე. ი. ინსტიქტურისაგან განსხვავებული გააზრებული, ადამიანური არსებობა შეუძლებელია.

ადამიანი იძულებულია ეჭიროს, თავის თავში ატაროს მოწესრიგებული სამყარო :ცააც:

ყველაფერი რაც გარე სამყაროში ხდება ყოველთვის ახალია _ წარსული იქ მკვდარია, ის მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში შეიძლება არსებობდეს/გარე, ფიზიკური სამყარო, რომელშიც გვიწევს ყოფნა-არსებობა ჩვენთვის ყოველთვის აწმყო დროშია მოცემული.

ისეთ სამყაროში შევდივართ, სადაც არა ერთი, არამედ ორი _ აქტუალური და ვირტუალური რეალობა უნდა იყოს.... ამრიგად, აქ არის არა სიმულაცია, არამედ ჩანაცვლება. რეალობა სიმეტრიული გახდა. რეალობის ორ ნაწილად დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც სიმულაციის მიღმა მიდის./ჩვენ გვაქვს შეგრძნება რეალობისა, რომელიც დაჭერილი, დამაგრებული ფიზიკური გრძნობელობით არის.

ვირტუალობა დღეს უკვე სუბიექტურიდან ობიექტურ რეალობაში გადმოვიდა ან, უფრო სწორად, ერთსა და მეორეს შორის ძნელია საზღვრის გავლება. ამიტომაც ტერმინოლოგიურ დონეზე მკვეთრი გამიჯვნაა საჭირო: აქტუალობის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ ის ობიექტური რეალობა, რომელიც ვირტუალობის შემოჭრამდის გვქონდა (რეალური რეალობა ან ნამდვილი სინამდვილე); ხოლო ვირტუალობის ქვეშ _ ელექტრომაგნიტური (საკომუნიკაციო, კიბერსივრცე და სხვ.) სინამდვილე. ამგვარად, ახალ მთლიანობაში ან ორად დაყოფილ რეალობაში ერთმანეთს აქტუალური და ვირტუალური რეალობა, ანუ აქტუალობა და ვირტუალობა უპირისპირდება.

იყო დაკარგული რეალობაში! ეს სირთულეზე უფრო მეტია! / (რიგიდულობა, ჩვეულებრივ, შეზღუდულობას, საკუთარი არაცნობიერების შიშს გულისხმობს...).

54

რეალ-ობა #2

არსებას (ადამიანს), რომელიც ერთდროულად იგივურიც და ცვალებადიც არის.

ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში./ადამიანი მდგომარეობის ტრაგედია ან დრამა მდგომარეობს იმაში, რომ მან არ იცის რა ადგილი უკავია./“ოიდიპოსის პრობლემას” უწოდებს _ ვინ ვარ მე და “სად ვდგავარ სამყაროსა და ჩემი წარმოდგენის ტრიალში?... რაღაც აბსოლუტურ ხედვაში მე უკვე მიჭირავს რომელიღაც ადგილი, რომელიც არ ვიცი, როგორ გავიგო?”

ადამიანი მარად ცვალებადი სამყაროს ყოველ მოვლენას ვერ მოიცავს, ვერ აღნუსხავს, მას აბსოლუტური ხედვა არ აქვს, იგი ადგილითა და დროით არის შეზღუდული. გამოსავალი ერთია _ შინაგანი ძალისხმევით დააფიქსიროს რაღაც უცვლელი, უძრავი ფორმები და მათი საშუალებით სამყაროს მოუხელთებელ ცვალებადობაში “რაღაც გაიგოს, რაღაცას მიხვდეს”.

Σωμα σεμα _ ამბობდნენ ბერძნები _ სხეული საფლავია, ჯურღმულია ან ციხეა მისი შეზღუდულობისა და უცვლელი იგიურობის გამო (ქართულში ახლოა სხეული_გვამი).

ჯორდანო ბრუნო იმ აზრებსა და სიტყვებს ემსხვერპლა, რომლითაც მას უნდოდა კოპერნიკის სივრცე გადმოეცა: “ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვამტკიცოთ, რომ სამყარო _ მთლიანად ცენ-ტრია ან, რომ სამყაროს ცენტრი ყველგანაა, ხოლო შემოწერილობა არსად”

თუ ვილაპარაკებთ მხედველობაზე, უფრო სწორად დანახვაზე, აღმოჩნდება, რომ არავის არასდროს არ უნახავს ვაშლი _ ვაშლი როგორც ასეთი _ რადგან, როგორც ცნობილია, ვაშლს გააჩნია ორი მხარე, რომელთაგან ჩვენთვის ყოველთვის მხოლოდ ერთი არსებობს”. ვაშლის მეორე, ნამდვილად რეალური მხარე შესაძლებლობის განსაკუთრებული, ვირტუალური ფორმით თანაარსებობს (შესაძლებელი _ ვირტუალურის განმარტებაა).  :არადა ვჭამე წეღან: ვაშლის უკანა, ჩვენთვის დაფარული მხარე შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი, როგო-რიც გვგონია, ან სულაც აღარ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის “ვგულისხმობთ” მას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენა ვაშლზე საერთოდ არ გვექნებოდა.. : ინ ვაშლი ვი თრასთ:

“თვითეულ კონკრეტული ადამიანის სამყარო არა totum revolutum-ს /უწესრიგობას, ქაოსს/, არამედ პრაგმატულ ველებად მოწესრიგებულ ველს წარმოადგენს.”

38იდან ..

ოშო

ოშო, (ბჰაგვან შრი რაჯნიში, रजनीश चन्द्र मोहन जैन) - ინდოელი სულიერი მასწავლებელი(გურუ) და ფილოსოფოსი.

_სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი- მოკვდით.

_რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.

_ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.

_აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.

_ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.

_რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული. :ყეპ:

_დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.

კაიკაცი :ცააცა:

რეალ-ობა

წაკითხულიდან(ჩჩე)  ციტატები / ფრაზები და ა.შ..დაუმთავრებელ / ან დაუწყებელი რაღაცეებიც ! 




ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ორი სახის იდეებს ანსხვავებს, სიტუაციურს, რომლებიც ადამიანებს თავში მოსდით, რომელთაც მოხელთება, განსჯა, მტკიცება და ა. შ. სჭირდება და ფუნდამენტურ იდეებს, რომლებზეც ჩვენ არ ვფიქრობთ, რომლებიც თავისთავად არსებობენ ჩვენში და განსჯის შედეგად არ არიან მოსული. “ეს იდეები, რომლებიც სინამდვილეში რწმუნებებს /რწმენებს/ წარმოადგენენ, აკონსტუცირებენ ჩვენი ცხოვრების მთლიანობას... შეიძლება ითქვას, ეს არის არა იდეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არამედ იდეები, რომლებიც ჩვენ ვართ”2. ე. ი. არსებობენ იდეები, რომელთაც ჩვენ ვხვდებით, ვეჯახებით _ მოგვდის თავში და იდეები, რომლებშიც ვიმყოფებით, რომლებიც უკვე არსებობენ იქამდის, სანამ ჩვენ ვიწყებთ რაიმეზე ფიქრს.3 ჩვენ ვენდობით ამ წარმოდგენებს და ამიტომაც არასოდეს ვფიქრობთ მათზე. ასეთი სახის რწმუნებანი ქმნიან სამყაროს ხედვას და ყველა სხვა სახის ჩვენი აზრი თუ იდეა მას ეფუძნება...

ახალი განცდა (ხედვა) წარმოიშვა, რომელშიც ადამიანი თავის ყოფიერებას, თავის თავს და საკუთარ საზღვრებს აცნობიერებს.

თალესი. ყველა ავტორი, ძველიც და ახალიც, მის სახელს წინ სიტყვა პირველს უმძღვარებს. « ... მან პირველმა დაიწყო ასტრონომიის შესწავლა... მან პირველმა განაცსადა სულის უკვდავება... მან პირველმა დაიწყო საუბრები ბუნებაზე» «პირველი აზრი, რომელიც გვაოცებს თალესთან არის მტკიცება, რომ ყველაფერი წყლიდან მომდინარეობს « «პირველი იდეა მისტიკურ-სიმბოლურად დაფარული თალესის აღმოჩენაში ყველაფრის ერთიანობის იდეა არის... სხვა დამოწმებით თალესი თავის მიმდევრებს პირდაპირ ეუბნებოდა: კოსმოსი ერთიანია»

თალესმა პირველმა დაუშვა, რომ «ყველაფერი ერთიანია» _ ეს კი ნიშნავდა, რომ სამყაროს საფუძვლად უდევს ერთიანობა, რაღაც წესრიგი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ძალუძს ამ წესრიგის ამოცნობა. ამასთან «ყველაფერი წყლისაგან...

ვარსკვლავების ყურებისას თალესი ორმოში ჩავარდა, რაზეც იქვე მყოფმა დედაბერმა უთხრა _ როგორ გინდა გაიგო რა არის ცაზე, როდესაც გერ ხედავ რა გაქვს ფეხქვეშ?”    :ცააცა: უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის ჩვევა თალესის შემდგომ ყველა “ცაში მომზირალს” დაებედა. :ცააცა: ორტეგა წერს: “პლატონი სრულიად სერიოზულად აცხადებს: ფილოსოფოსის მისიაა უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა" :ცააცა

ანტიკურობა არის თავისთავში შევსებული და დასრულებული სასრული სხეულის ინტუიცია: “სიტყვა σωμα-თი (სხეული) ბერძენი მათემატიკოსები აღნიშნავდნენ სტერეომეტრიულ წარმონაქმნებს, ფიზიკოსები _ სუბსტანციას, სოფოკლეს ოიდიპოსში კი, ეს სიტყვა პიროვნების აღმნიშვნელია"

“...ჩვენ ვინარჩუნებთ სივრცის ემპირიულ რეალობას,თუმცა ვაღიარებთ მის ტრანსცენდენტალურ იდეალურობას"

სივრცე არის ის, რაც მრავალი ერთნაირი და ერთდროული შეგრძნების განვასხვავების საშუალებას გვაძლევს: ამგვარად ეს არის დიფერენციაციის პრინციპი, განსხვავებული თვისობრივი დიფერენციაციისაგან. ე. ი. ეს არის რეალობა თვისებათა გარეშე

ბერძნული სიტყვა სფერო პითაგორელებისათვის ნიშნავდა იგივეს, რასაც (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებული) სიტყვა ასტრონომია

სამყაროს ერთიანობის დაშვება უნდა გულისხმობდეს, რომ სფერულად მოწესრიგებული კოსმოსი სხვა სახის სწორ ფორმებსაც მოიცავს.

გონს მხოლოდ აბსოლუტური ყოფიერების ჩაწვდომა შეუძლია

ემპირიული სამყაროს რეალურობის და რაციონალურობის ჩაწვდომა :ცააცა:

“ღმერთი ყოველთვის გეომეტრად გვევლინება”. :ცააცა:

“ანტიკურობის სამყარო, კოსმოსი, მორგებული სიმრავლე ყველა ახლობელი და ხილვადი საგნებისა ცის /სფერული/ თაღით სრულდება”

___

გავაგრზელებ მერე

20იდან

ბარნოვი

დამევასა/რაღაცეები/რაღაცპონტში

___
ცნობიერება პირველსახეა ქუფრ ბოროტისგან დახსნილ ნათელის. ნივთიერება ბრძოლით ჰპოვებს ქმნილებებში ამ დიდებულ განძს. გაფართოვდეს იგი არე ცნობიერების, შეიმოსოს ძალა ძლიერი!..
___
ნივთიერება დასძლებს მაშინ თვის მბორკავ ბოროტს, ემოყვრება ნათელს ამ ბრძოლაში ადამიანი! ღირს იქმნეს მაშინ განიცადოს მშვენიერი სიყვარული ყოვლადძლიერი. იგი არის თვით ნათელი უჩრდილ-უბინდო.
___
ჭეშმარიტება მარტივია და ადვილად შესაგნები, როცა უკვე ნაპოვნია.
___
ცხოვრება მხოლოდ ნივთიერ არსთა დაუცხრომელი მიმდინარეობაა პირადპირადად ხლართული, ყველასათვის თვალსაჩინო არსებობა, ხრწნადი, უჟამო, მსწრაფლ წარმავალი, წუთიერ-წამიერი.
___
არის, არის ბედნიერება ქვეყნად! ვაჰ, რომ ცოტაა იგი და ისევ სიმწარით მრავალკეცად შემოზღუდული, ხანმოკლეა იგი, ხანდაზმით შიგადაშიგ ოდენ ჩამოკვესებული. ქრთილის ტოლაა იგი და წამიერი ცალკე ადამიანისათვის, ოჯახისათვის; მით უფრო ცოტაა იგი მთელი კაცობრიობისათვის.
___
მოუსპეთ მას ცხოვრების აზრი, მოუღეთ ყოველივე იმედი, განდევნეთ ოცნების სამფლობელოდან და ის მოისპობს თავს. ბუნებამ იცის ეს და ერთი გაცრუებული იმედის ნაცვლად სხვას უელვებს თვალწინ და ესე იტყუილებს საფლავის კარამდინ.
___



თვისი პიროვნების უარყოფა სხვისათვის მხოლოდ მაშინ არის ბუნებრივი და საამო, როდესაც ადამიანი კვლავ ჰპოვებს თვის პიროვნობას სხვის არსებაში,მისთვის უფრო ძვირფას და საოცნებო არსებაში. ამის გარეშე მხოლოდ შემთხვევითია კავშირი, გულგამოცლილი. / Umm

დემონოლოგია

SAMAEL
უმაღლესი სული,დაუბადებელი,შეუქმნელი,მუდმივი,სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე.მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით.ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე.მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის.სატანა არის–განდგომა,უარყოფა,ბელიალი კი სივერაგე.ისინი არიან სამაელის ორი სახე.პირველის სიმბოლოა–შავი მამალი,მეორის–ფრთებიანი ადამიანი.
LILITH
სამაელის მეუღლე.უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი.ყველანაირი უსიცოცხლობის,უწმინდურობის დედოფალი.ლამიების,ბავშვთა მკვლელების მფარველი.ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.
BAALSEBUB
სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
ASMODEUS
მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.
ASTAROTH
გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
MOLOCH
ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის...
ADRAMELECH
ჯოჯოხეთის მოსამართლე და მკვლელი,მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი.მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი.ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში,მელოტი თავით.მას არ აქვს სიმბოლო,რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისას და ის ყველაფერშია.მას ემორჩილებიან ვირთხები,აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.მოადგილენი და დამხმარენი
NAAMAH
შიშის მბრძანებელი,ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი.ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი.ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი,წეალამდე შიშველი,ქუხილის ფერი ტანით,გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე.მასთან კავშირი გამომძახებელს აძლევს საშუალებას მქციებსა და ვამპირებს ელაპარაკოს მათ საკუთარ ენაზე.
TYPHON
ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი.ცხადდება როგორც თეთრი გველი.გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.
INHABULOS
ჯოჯოხეთის გარე წრის მაცხოვრებელი.კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე.ცხადდება როგორც თეთრი ცხენი.მისი გამოძახებისას არის საშიშროება რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი.ის მბრძანებლობს აგრეთვე კეთრზე,რომელიც ტანჯავს მოკვდავებს.
ABBADON
სიცარიელის დემონი.მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის,რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“.მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს,რათა წაიყვანოს რჩეულნი თავისთან და „მართალთა“ სულები კი ჩაყაროს სტიქსის მყრალ წყ**ბში.
AZAZELL
მცველი,მფარველი,მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
LYMA
ლილიტის დამხმარე,რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება,ის მფარველობს დედებს,რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები,რათა დაფარონ მათ თავიანთი სირცხვილი.ცხადდება შავი ზეწრის სახით,რომელიც ფრინავს მიწის ზევით.
HECATA
ლილიტის დამხმარე,აქვს სიმბოლო.ღამისა და მოჩვენებათა,ზმანებათა დედოფალი.მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით,შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.
BELFEGOR
ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
KASSAN
ადრამელექის დამხმარე,გამოიყურება როგორც დიდი ვირთხა გვირგვინითა სკიპტრათი ხელში.მისი გამოძახება არ შეიძლება,მაგრამ ადვილია მისი დანახვა ზმანებებში.
ABYGOR
ბაალის დამხმარე,მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“.ლიმბის გუშაგი.ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და შლემში.მას იძახებენ,მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისათვის,როგორიც შესაძლებელია.

___

LUСIFЕR იმპერატორი
BELZEBUTH თავადი
ASTAROTH უმაღლესი ჰერცოგი
შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:

LUCIFUGE პირველი მინისტრი
SATANACHIA უდიდესი მხედართმთავარი
AGALIAREPT ასევე,მხედართმთავარი
FLEURETY მრჩეველი
SARGATANAS ბრიგადირი
NEBIROS მარშალი
ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:

Bael
Agares
Marbas
Pruslas
Aomon
Barbatos
Buer
Gusoyn
Botis
Bathim
Pursan
Eligor
Loray
Valefor
Farail
Ayperos
Naberus
Glasialabelas

LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas
SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos
AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis
FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor
SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail
NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas
პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.
მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.
მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.
მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.
მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი,გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება,გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული,გახსნას ნებისმიერი საკეტები,ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.
მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს.შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების,მინერალების,მცენარეების თვისებებს,ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში.იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.

____

yup =))

აიზეკ აზიმოვი_"I, Robot"

1, მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია;
2, იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს;
3, მან უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს;

აუჩ თუ გავჩითე უნდა წავიკითხო ^^^

ისე / შემომექექა :| #2


ბედნიერი დროა, როცა საშუალება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი. _ტაციტი.
___
not alone, just only me...
___
ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია...
___
Truth is simple...
___
მარტოდენ სიკვდილმა იცის ჩემს შესახებ
და ისიც გზაშია...
განა ჩემთვის, თქვენთვის მოიჩქარის
___
ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება ააცილო, ხელი კი ტალახიანი დაგრჩეს.:|
___
"უსასრულო არსებობს. აი იქ არის."
___
"იუმორით შეხვდი სევდის შემოტევას. თავიდან გაგიჭირდება მაგრამ მერე მიეჩვევი"
___
მალე ყველაფერი გაუჩინარდა: ხეებიც, ბამბუკიც, — და მეც მიწაზე განრთხმული გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში. სწორედ ამ დროს ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ წყვდიადს ირგვლივ ყველაფერი შთაენთქა. და ვიღაც... ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაძრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმავე წუთს პირი კვლავ ამივსო თქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყვდიადმა
რიუნოსკე აკუტაგავა
___
ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.
___
სიცოცხლე ესაა სიკვდილისათვის რიგში დგომა, მაგრამ ზოგი ურიგოდ მიძვრება.
ადოლფ ჰიტლერი
___
ცხოვრება არ გაპატიებს სისუსტეს
ადოლფ ჰიტლერი
___
სიტყვა "შეუძლებელს" მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით
ნაპოლეონ ბონაპარტი
___
ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება.:(

მარკუს ავრელიუსი
___

ისე / შემომექექა :|


"ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, სიკვდილს ველოდებით"ჭილაძის "რკინის თეატრიდან"
___
მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ, ხოლო ცინიკოსი კი მაშინ ხდები როდესაც ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას

რემარკი "სამი მეგობარი"
___
"ის რაც ჩვენ ვიცით, იშვიათად თუ რამეს გვშველის
და რაც არ ვიცით მუდამ იგი გვჭირდება სწორედ."
ფაუსტი
___
...არავინ არაფერს წარმოადგენს...
ჯოისი ,,ულისე''
___
"ირგვლივ მყოფთა ატანა ბევრად ადვილი იქნებოდა, მათ დროდადრო სიფათების შეცვლა რომ შესძლებოდათ"
___
"სილამაზე თავისთვის,დამოუკიდებლად არ არსებობს.სილამაზე ილუზიაა.მთელი სიცოცხლე ყველაფერში მხოლოდ ბუნებრიობას ვეძებდი,არასოდეს არ მიტაცებდა ნატიფი ფორმების ყალბი ბრწყინვალება.ბუნება...ბუნება...მხატვარს დიდ ოსტატად ის კი არ აქცევს,რასაც ხატავს,არამედ ის,თუ რამდენად მართლად ასახავს ბუნებას თAვის ხელოვნებაში...ნუ მოიხიბლებით მაცდუნებელი გარეგნული სახით...ცხოვრებაა ყველაფერის თავი და ბოლო." თეინ დე ფრისი_ "რემბრანდტი"
___
"შენს ნაკლს მოდი გულთან ნუ მიიტან,რამეთუ თვით უნაკლოსაც გააჩნია 1 ნაკლი,რაკი იგი უნაკლოა.თუ ვინმეს ჰგონია სრულ სიბრძნეს მისწვდა,კარგი იქნება,თუ ხელახლა გასულელდება"
___
"შენს დაწერილ წიგნში,შენს საქციელში,შენს დახატულ სურათებში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ,სიცოცხლე შენში უნდა იყოს."
___
"ცხოვრებისთვის საჭიროა ცხოვრობდე". _ვან გოგის წერილებიდან.
___
"არ იფიქრო, რომ სიტყვებით შეძლო საკუთარ ნაკლოვანებათა გაქარწყლება,ან კიდევ მეტი ღირსება მისცე შენს ღირსებებს:პირიქით,ათიდან ცხრა შემთხვევაში,პირველნი უფრო შესამჩნევნი გახდებიან,ხოლო მეორენი კი გაუფერულდებიან.თუკი დუმილს არჩევ შენს თავზე,ვერც შური,ვერც გულისწყრომა,ვერც დაცინვა ვერ შეუშლის ხელს და ვერც შეამცირებს ქებას,რომლის ღირსიც ნამდვილად ხარ."

ჩესტერფილდი:"წერილები ვაჟიშვილს".
___
ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს,როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს,გახდილსა და დაგდებულს...სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება..." - გველისპერანგი,გრიგოლ რობაქიძე
___
"სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებასა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას წარმოდგენა არ აქვთ"
ბერნარდ შოუ
___
"ადამიანები არ იბადებიან, - ადამიანები ხდებიან!"
___
ბოდლერი , "ფანჯრები"

ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.

სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.

აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.

მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.

შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.
___
' ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია...მთელი დღეების, კვირების, თვეების,
წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია,
მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს. . . '
___
ყოველთვის იმის საწინააღმდეგო საქციელი ჩაიდინეთ, რასაც თქვენგან ელიან.....
___

S_path

My photo
არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..