ბარნოვი

დამევასა/რაღაცეები/რაღაცპონტში

___
ცნობიერება პირველსახეა ქუფრ ბოროტისგან დახსნილ ნათელის. ნივთიერება ბრძოლით ჰპოვებს ქმნილებებში ამ დიდებულ განძს. გაფართოვდეს იგი არე ცნობიერების, შეიმოსოს ძალა ძლიერი!..
___
ნივთიერება დასძლებს მაშინ თვის მბორკავ ბოროტს, ემოყვრება ნათელს ამ ბრძოლაში ადამიანი! ღირს იქმნეს მაშინ განიცადოს მშვენიერი სიყვარული ყოვლადძლიერი. იგი არის თვით ნათელი უჩრდილ-უბინდო.
___
ჭეშმარიტება მარტივია და ადვილად შესაგნები, როცა უკვე ნაპოვნია.
___
ცხოვრება მხოლოდ ნივთიერ არსთა დაუცხრომელი მიმდინარეობაა პირადპირადად ხლართული, ყველასათვის თვალსაჩინო არსებობა, ხრწნადი, უჟამო, მსწრაფლ წარმავალი, წუთიერ-წამიერი.
___
არის, არის ბედნიერება ქვეყნად! ვაჰ, რომ ცოტაა იგი და ისევ სიმწარით მრავალკეცად შემოზღუდული, ხანმოკლეა იგი, ხანდაზმით შიგადაშიგ ოდენ ჩამოკვესებული. ქრთილის ტოლაა იგი და წამიერი ცალკე ადამიანისათვის, ოჯახისათვის; მით უფრო ცოტაა იგი მთელი კაცობრიობისათვის.
___
მოუსპეთ მას ცხოვრების აზრი, მოუღეთ ყოველივე იმედი, განდევნეთ ოცნების სამფლობელოდან და ის მოისპობს თავს. ბუნებამ იცის ეს და ერთი გაცრუებული იმედის ნაცვლად სხვას უელვებს თვალწინ და ესე იტყუილებს საფლავის კარამდინ.
___



თვისი პიროვნების უარყოფა სხვისათვის მხოლოდ მაშინ არის ბუნებრივი და საამო, როდესაც ადამიანი კვლავ ჰპოვებს თვის პიროვნობას სხვის არსებაში,მისთვის უფრო ძვირფას და საოცნებო არსებაში. ამის გარეშე მხოლოდ შემთხვევითია კავშირი, გულგამოცლილი. / Umm

0 comments:

S_path

My photo
არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..