დამევასა/რაღაცეები/რაღაცპონტში
___
ცნობიერება პირველსახეა ქუფრ ბოროტისგან დახსნილ ნათელის. ნივთიერება ბრძოლით ჰპოვებს ქმნილებებში ამ დიდებულ განძს. გაფართოვდეს იგი არე ცნობიერების, შეიმოსოს ძალა ძლიერი!..
___
ნივთიერება დასძლებს მაშინ თვის მბორკავ ბოროტს, ემოყვრება ნათელს ამ ბრძოლაში ადამიანი! ღირს იქმნეს მაშინ განიცადოს მშვენიერი სიყვარული ყოვლადძლიერი. იგი არის თვით ნათელი უჩრდილ-უბინდო.
___
ჭეშმარიტება მარტივია და ადვილად შესაგნები, როცა უკვე ნაპოვნია.
___
ცხოვრება მხოლოდ ნივთიერ არსთა დაუცხრომელი მიმდინარეობაა პირადპირადად ხლართული, ყველასათვის თვალსაჩინო არსებობა, ხრწნადი, უჟამო, მსწრაფლ წარმავალი, წუთიერ-წამიერი.
___
არის, არის ბედნიერება ქვეყნად! ვაჰ, რომ ცოტაა იგი და ისევ სიმწარით მრავალკეცად შემოზღუდული, ხანმოკლეა იგი, ხანდაზმით შიგადაშიგ ოდენ ჩამოკვესებული. ქრთილის ტოლაა იგი და წამიერი ცალკე ადამიანისათვის, ოჯახისათვის; მით უფრო ცოტაა იგი მთელი კაცობრიობისათვის.
___
მოუსპეთ მას ცხოვრების აზრი, მოუღეთ ყოველივე იმედი, განდევნეთ ოცნების სამფლობელოდან და ის მოისპობს თავს. ბუნებამ იცის ეს და ერთი გაცრუებული იმედის ნაცვლად სხვას უელვებს თვალწინ და ესე იტყუილებს საფლავის კარამდინ.
___
თვისი პიროვნების უარყოფა სხვისათვის მხოლოდ მაშინ არის ბუნებრივი და საამო, როდესაც ადამიანი კვლავ ჰპოვებს თვის პიროვნობას სხვის არსებაში,მისთვის უფრო ძვირფას და საოცნებო არსებაში. ამის გარეშე მხოლოდ შემთხვევითია კავშირი, გულგამოცლილი. / Umm
ბარნოვი
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Friday, February 27, 2009 at 10:50 AM
0 comments Labels: Books, Bullshit
Being human
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Thursday, February 26, 2009 at 12:02 PM
"ერთ სახლში სამნი ცხოვრობენ: ვამპირი, მაქცია და მოჩვენება. ვამპირი ცდილობს არ იკვებოს ხალხით, მაგრამ მაინცდამაინც არ გამოსდის. მაქცია საშინლად იტანჯება იმის გამო რათაც სავსე მთვარეობას გადაიქცევა ხოლმე და ყოველ ჯერ ზე ცდილობს ისე გადაიქცეს რომ არავინ დაასახიჩროს, მოჩვენება კი ცოტა უცნაური და ოდნავ ცელქი ქმნილებაა, რომელიც სახლს ალაგებს, ჩაის ადუღებს და ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ხედავს კიდეც."
3სერიას ვუყურე, 3ია ვაბშე გამოსული მგონი ჯერ ..
ნორმ
რეავი , პრიკოლნია
ბრიტანული ინგლისური მაღიზიანებდა ჰოლმე მგონი, კიარადა ყურს არქონდა მიჩვეული / არრცისე ცუდია ..
თვალები მაგინებს ბბლინნ
2 comments Labels: Bullshit, Films
დემონოლოგია
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Monday, February 23, 2009 at 8:52 AM
SAMAEL
უმაღლესი სული,დაუბადებელი,შეუქმნელი,მუდმივი,სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე.მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით.ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე.მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის.სატანა არის–განდგომა,უარყოფა,ბელიალი კი სივერაგე.ისინი არიან სამაელის ორი სახე.პირველის სიმბოლოა–შავი მამალი,მეორის–ფრთებიანი ადამიანი.
LILITH
სამაელის მეუღლე.უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი.ყველანაირი უსიცოცხლობის,უწმინდურობის დედოფალი.ლამიების,ბავშვთა მკვლელების მფარველი.ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.
BAALSEBUB
სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
ASMODEUS
მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.
ASTAROTH
გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
MOLOCH
ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის...
ADRAMELECH
ჯოჯოხეთის მოსამართლე და მკვლელი,მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი.მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი.ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში,მელოტი თავით.მას არ აქვს სიმბოლო,რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისას და ის ყველაფერშია.მას ემორჩილებიან ვირთხები,აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.მოადგილენი და დამხმარენი
NAAMAH
შიშის მბრძანებელი,ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი.ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი.ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი,წეალამდე შიშველი,ქუხილის ფერი ტანით,გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე.მასთან კავშირი გამომძახებელს აძლევს საშუალებას მქციებსა და ვამპირებს ელაპარაკოს მათ საკუთარ ენაზე.
TYPHON
ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი.ცხადდება როგორც თეთრი გველი.გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.
INHABULOS
ჯოჯოხეთის გარე წრის მაცხოვრებელი.კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე.ცხადდება როგორც თეთრი ცხენი.მისი გამოძახებისას არის საშიშროება რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი.ის მბრძანებლობს აგრეთვე კეთრზე,რომელიც ტანჯავს მოკვდავებს.
ABBADON
სიცარიელის დემონი.მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის,რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“.მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს,რათა წაიყვანოს რჩეულნი თავისთან და „მართალთა“ სულები კი ჩაყაროს სტიქსის მყრალ წყ**ბში.
AZAZELL
მცველი,მფარველი,მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
LYMA
ლილიტის დამხმარე,რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება,ის მფარველობს დედებს,რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები,რათა დაფარონ მათ თავიანთი სირცხვილი.ცხადდება შავი ზეწრის სახით,რომელიც ფრინავს მიწის ზევით.
HECATA
ლილიტის დამხმარე,აქვს სიმბოლო.ღამისა და მოჩვენებათა,ზმანებათა დედოფალი.მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით,შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.
BELFEGOR
ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
KASSAN
ადრამელექის დამხმარე,გამოიყურება როგორც დიდი ვირთხა გვირგვინითა სკიპტრათი ხელში.მისი გამოძახება არ შეიძლება,მაგრამ ადვილია მისი დანახვა ზმანებებში.
ABYGOR
ბაალის დამხმარე,მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“.ლიმბის გუშაგი.ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და შლემში.მას იძახებენ,მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისათვის,როგორიც შესაძლებელია.
___
LUСIFЕR იმპერატორი
BELZEBUTH თავადი
ASTAROTH უმაღლესი ჰერცოგი
შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:
LUCIFUGE პირველი მინისტრი
SATANACHIA უდიდესი მხედართმთავარი
AGALIAREPT ასევე,მხედართმთავარი
FLEURETY მრჩეველი
SARGATANAS ბრიგადირი
NEBIROS მარშალი
ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:
Bael
Agares
Marbas
Pruslas
Aomon
Barbatos
Buer
Gusoyn
Botis
Bathim
Pursan
Eligor
Loray
Valefor
Farail
Ayperos
Naberus
Glasialabelas
LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas
SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos
AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis
FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor
SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail
NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas
პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.
მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.
მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.
მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.
მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი,გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება,გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული,გახსნას ნებისმიერი საკეტები,ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.
მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს.შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების,მინერალების,მცენარეების თვისებებს,ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში.იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.
____
yup =))
5 comments Labels: Art, Books, Bullshit
აიზეკ აზიმოვი_"I, Robot"
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Friday, February 20, 2009 at 1:59 AM
1, მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია;
2, იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს;
3, მან უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს;
აუჩ თუ გავჩითე უნდა წავიკითხო ^^^
5 comments Labels: Books, Bullshit
Mono - Hymn To The Immortal Wind [2009]
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Saturday, February 7, 2009 at 9:26 AM
არასოდეს გამჩენია სურვილი იაპონელების შექმნილი მუსიკისთვის მომესმინა არმეუასებიან , უმეტყველო თვალები აქვთ მაგჩემისებს:( პლიუს პოსტ-როკისთვის .. კაი ყოფილა ინსტრუმენტალი , რაღაც ასწორებს .. თაან თუურმე ორკესტრთან ერთად ჩაუწერიათ..
შეგრძნებაა რო ქვევითაა და ზევით ადის და ადის :| მაგპონტში აქ ეგეთი პოსტერი ალბათ ,მიხვედრილი ვარ :|
genre: post-rock / instrumental rock / shoegaze / symphonic influence
* * *
Myspace
Last.Fm
bitrate: VBR
size: 95 Mb
• tracks •
01. Ashes in the Snow (11:45)
02. Burial at Sea (10:38)
03. Silent Flight, Sleeping Dawn ( 6:00)
04. Pure as Snow (Trails of the Winter Storm) (11:25)
05. Follow the Map ( 3:55)
06. The Battle to Heaven (12:51)
07. Everlasting Light (10:23)
http://rapidshare.com/files/194594557/odi-na-odin-mediaportal.ru.rar
0 comments Labels: Bullshit, Music
ისე / შემომექექა :| #2
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. Friday, February 6, 2009 at 10:25 AM
ბედნიერი დროა, როცა საშუალება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი. _ტაციტი.
___
not alone, just only me...
___
ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია...
___
Truth is simple...
___
მარტოდენ სიკვდილმა იცის ჩემს შესახებ
და ისიც გზაშია...
განა ჩემთვის, თქვენთვის მოიჩქარის
___
ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება ააცილო, ხელი კი ტალახიანი დაგრჩეს.:|
___
"უსასრულო არსებობს. აი იქ არის."
___
"იუმორით შეხვდი სევდის შემოტევას. თავიდან გაგიჭირდება მაგრამ მერე მიეჩვევი"
___
მალე ყველაფერი გაუჩინარდა: ხეებიც, ბამბუკიც, — და მეც მიწაზე განრთხმული გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში. სწორედ ამ დროს ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ წყვდიადს ირგვლივ ყველაფერი შთაენთქა. და ვიღაც... ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაძრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმავე წუთს პირი კვლავ ამივსო თქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყვდიადმა
რიუნოსკე აკუტაგავა
___
ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.
___
სიცოცხლე ესაა სიკვდილისათვის რიგში დგომა, მაგრამ ზოგი ურიგოდ მიძვრება.
ადოლფ ჰიტლერი
___
ცხოვრება არ გაპატიებს სისუსტეს
ადოლფ ჰიტლერი
___
სიტყვა "შეუძლებელს" მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით
ნაპოლეონ ბონაპარტი
___
ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება.:(
მარკუს ავრელიუსი
___
2 comments Labels: Books, Bullshit
ისე / შემომექექა :|
Posted by კოსმოსურ სივრცეებში.. at 9:56 AM
"ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, სიკვდილს ველოდებით"ჭილაძის "რკინის თეატრიდან"
___
მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ, ხოლო ცინიკოსი კი მაშინ ხდები როდესაც ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას
რემარკი "სამი მეგობარი"
___
"ის რაც ჩვენ ვიცით, იშვიათად თუ რამეს გვშველის
და რაც არ ვიცით მუდამ იგი გვჭირდება სწორედ."
ფაუსტი
___
...არავინ არაფერს წარმოადგენს...
ჯოისი ,,ულისე''
___
"ირგვლივ მყოფთა ატანა ბევრად ადვილი იქნებოდა, მათ დროდადრო სიფათების შეცვლა რომ შესძლებოდათ"
___
"სილამაზე თავისთვის,დამოუკიდებლად არ არსებობს.სილამაზე ილუზიაა.მთელი სიცოცხლე ყველაფერში მხოლოდ ბუნებრიობას ვეძებდი,არასოდეს არ მიტაცებდა ნატიფი ფორმების ყალბი ბრწყინვალება.ბუნება...ბუნება...მხატვარს დიდ ოსტატად ის კი არ აქცევს,რასაც ხატავს,არამედ ის,თუ რამდენად მართლად ასახავს ბუნებას თAვის ხელოვნებაში...ნუ მოიხიბლებით მაცდუნებელი გარეგნული სახით...ცხოვრებაა ყველაფერის თავი და ბოლო." თეინ დე ფრისი_ "რემბრანდტი"
___
"შენს ნაკლს მოდი გულთან ნუ მიიტან,რამეთუ თვით უნაკლოსაც გააჩნია 1 ნაკლი,რაკი იგი უნაკლოა.თუ ვინმეს ჰგონია სრულ სიბრძნეს მისწვდა,კარგი იქნება,თუ ხელახლა გასულელდება"
___
"შენს დაწერილ წიგნში,შენს საქციელში,შენს დახატულ სურათებში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ,სიცოცხლე შენში უნდა იყოს."
___
"ცხოვრებისთვის საჭიროა ცხოვრობდე". _ვან გოგის წერილებიდან.
___
"არ იფიქრო, რომ სიტყვებით შეძლო საკუთარ ნაკლოვანებათა გაქარწყლება,ან კიდევ მეტი ღირსება მისცე შენს ღირსებებს:პირიქით,ათიდან ცხრა შემთხვევაში,პირველნი უფრო შესამჩნევნი გახდებიან,ხოლო მეორენი კი გაუფერულდებიან.თუკი დუმილს არჩევ შენს თავზე,ვერც შური,ვერც გულისწყრომა,ვერც დაცინვა ვერ შეუშლის ხელს და ვერც შეამცირებს ქებას,რომლის ღირსიც ნამდვილად ხარ."
ჩესტერფილდი:"წერილები ვაჟიშვილს".
___
ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს,როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს,გახდილსა და დაგდებულს...სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება..." - გველისპერანგი,გრიგოლ რობაქიძე
___
"სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებასა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას წარმოდგენა არ აქვთ"
ბერნარდ შოუ
___
"ადამიანები არ იბადებიან, - ადამიანები ხდებიან!"
___
ბოდლერი , "ფანჯრები"
ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.
აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.
მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.
___
' ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია...მთელი დღეების, კვირების, თვეების,
წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია,
მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს. . . '
___
ყოველთვის იმის საწინააღმდეგო საქციელი ჩაიდინეთ, რასაც თქვენგან ელიან.....
___
5 comments Labels: Books, Bullshit
S_path
- კოსმოსურ სივრცეებში..
- არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..