ისე / შემომექექა :|


"ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, სიკვდილს ველოდებით"ჭილაძის "რკინის თეატრიდან"
___
მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ, ხოლო ცინიკოსი კი მაშინ ხდები როდესაც ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას

რემარკი "სამი მეგობარი"
___
"ის რაც ჩვენ ვიცით, იშვიათად თუ რამეს გვშველის
და რაც არ ვიცით მუდამ იგი გვჭირდება სწორედ."
ფაუსტი
___
...არავინ არაფერს წარმოადგენს...
ჯოისი ,,ულისე''
___
"ირგვლივ მყოფთა ატანა ბევრად ადვილი იქნებოდა, მათ დროდადრო სიფათების შეცვლა რომ შესძლებოდათ"
___
"სილამაზე თავისთვის,დამოუკიდებლად არ არსებობს.სილამაზე ილუზიაა.მთელი სიცოცხლე ყველაფერში მხოლოდ ბუნებრიობას ვეძებდი,არასოდეს არ მიტაცებდა ნატიფი ფორმების ყალბი ბრწყინვალება.ბუნება...ბუნება...მხატვარს დიდ ოსტატად ის კი არ აქცევს,რასაც ხატავს,არამედ ის,თუ რამდენად მართლად ასახავს ბუნებას თAვის ხელოვნებაში...ნუ მოიხიბლებით მაცდუნებელი გარეგნული სახით...ცხოვრებაა ყველაფერის თავი და ბოლო." თეინ დე ფრისი_ "რემბრანდტი"
___
"შენს ნაკლს მოდი გულთან ნუ მიიტან,რამეთუ თვით უნაკლოსაც გააჩნია 1 ნაკლი,რაკი იგი უნაკლოა.თუ ვინმეს ჰგონია სრულ სიბრძნეს მისწვდა,კარგი იქნება,თუ ხელახლა გასულელდება"
___
"შენს დაწერილ წიგნში,შენს საქციელში,შენს დახატულ სურათებში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ,სიცოცხლე შენში უნდა იყოს."
___
"ცხოვრებისთვის საჭიროა ცხოვრობდე". _ვან გოგის წერილებიდან.
___
"არ იფიქრო, რომ სიტყვებით შეძლო საკუთარ ნაკლოვანებათა გაქარწყლება,ან კიდევ მეტი ღირსება მისცე შენს ღირსებებს:პირიქით,ათიდან ცხრა შემთხვევაში,პირველნი უფრო შესამჩნევნი გახდებიან,ხოლო მეორენი კი გაუფერულდებიან.თუკი დუმილს არჩევ შენს თავზე,ვერც შური,ვერც გულისწყრომა,ვერც დაცინვა ვერ შეუშლის ხელს და ვერც შეამცირებს ქებას,რომლის ღირსიც ნამდვილად ხარ."

ჩესტერფილდი:"წერილები ვაჟიშვილს".
___
ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს,როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს,გახდილსა და დაგდებულს...სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება..." - გველისპერანგი,გრიგოლ რობაქიძე
___
"სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებასა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას წარმოდგენა არ აქვთ"
ბერნარდ შოუ
___
"ადამიანები არ იბადებიან, - ადამიანები ხდებიან!"
___
ბოდლერი , "ფანჯრები"

ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.

სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.

აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.

მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.

შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.
___
' ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია...მთელი დღეების, კვირების, თვეების,
წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია,
მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს. . . '
___
ყოველთვის იმის საწინააღმდეგო საქციელი ჩაიდინეთ, რასაც თქვენგან ელიან.....
___

5 comments:

  Toma

February 6, 2009 at 10:28 AM

”ყოველთვის იმის საწინააღმდეგო საქციელი ჩაიდინეთ, რასაც თქვენგან ელიან.....” რატომ?

  კოსმოსურ სივრცეებში..

February 6, 2009 at 11:02 AM

რაატომ და .. არვიცი :D ნუ ალბათ ყოველთვის არა :|

  Tamara

February 6, 2009 at 3:29 PM

ვინმეს ჯიბრზე რამის კეთებას საბოლოოდ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

საიდან ამოიწერე ეგ ციტატა?

  კოსმოსურ სივრცეებში..

February 6, 2009 at 10:11 PM

არვიცი გუგლში დავძვრებოდი =)
ისე ალბათ ბრბო-ზეა მანდ საუბარი და არა ჩვენიანებზე =)

  Toma

February 7, 2009 at 3:08 AM

გინდაც ბრბო იყოს :)

S_path

My photo
არარაობისგან შემდგარი არსება. ბავშვობიდან ჩუმად დააქვს მოკლედ შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი გონია..